საგანელიძე: "დაუსაბუთებელი ბრალდებებით ჩირქს მცხებენ"
საპარლამენტო უმრავლესობის
ლიდერი დავით საგანელიძე მის მიმართ დაუსაბუთებელი
ბრალდებების გავრცელებააზე საუბრობს.
როგორც საგანელიძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მის მიმართ ბრალდებების ტალღას აგორებენ, რისი მეშვეობითაც ინფორმაციის გამავრცელებლები მისთვის ჩირქის მოცხებას ცდილობენ.
დეპუტატმა ბრალდებების გამავრცელებლებს მტკიცებულებების ღიად წარმოდგენა მოსთხოვა. წინააღმდეგ შემთხვევაში როგორც საგანელიძე ამბობს, მას საკუთარი სიმართლისა და სახელის დასაცავად ზომების მიღება მოუწევს.
უმრავლესობის ლიდერის
განცხადებით, გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვით, ბიზნესებში წილების გადანაწილება
მიმდინარეობს, ხოლო აღნიშნული გადანაწილებების შედეგად მისი ძმისშვილი სადაზღვევო კომპანია
„არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ გენერალურ დირექტორად დაინიშნა.
„აღნიშნული სადაზღევო
კომპანია ხუთი წლის წინ დაფუძნდა საქართველოში.
ჩემი ძმისშვილი გიორგი საგანელიძე ამ კომპანიაში ერთ-ერთი დაქირავებული მენეჯერია ამ
კომპანიაში და მას კომპანიის აქციებთან საერთო არაფერი აქვს. მე ერთადერთხელ ჩავერიე
ჩემი ძმისშვილის საქმიანობაში, როდესაც მას ცილისწამების გამო სამსახურის დატოვება
უნდოდა,“ - ამბობს საგანელიძე.
უმრავლესობისა ლიდერი
შალვა ნათელაშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვით,
„არქიმედეს გლობალ ჯორჯიას“ იმის გამო რომ იქ მისი ძმისშვილი მუშაობს, 730 მილიონი ჩაურიცხეს.
„ეს თანხა მთელი ჯანდაცვის
სისტემის ბიუჯეტია და როდესაც ასეთ ფრაზებს წამოისვრის, დაფიქრდეს,“- ამბობს საგანელიძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე