|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტთან დროშები დაუშვეს

ავღანეთში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების ხსოვნის პატივისცემის ნიშნად ქუთაისში, საქართველოს პარლამენტის შენობაზე  სახელმწიფო დროშები დაუშვეს.

პარლამენტის წევრთა განცხადებით, საქართველომ და ქართველმა ჯარისკაცებმა მეტი შემართებით უნდა გააგრძელონ სამშვიდო მისიაში ბრძოლა.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თვმჯდომარის მოადგილე გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ  ავღანეთში მყოფი ქართველი ჯარისკაცები ყოველდღიური რისკის ფასად საქართველოსა და ქართულ არჩევან იცავენ.  

„საქართველო  ავანეთში თავის პოლიტიკურ  მისიას ასრულებს. მისიაში მონაწილე ბიჭები თავის ქვეყანას ემსახურებიან. რაც მოხდა ეს, ჩვენთვის რა თქმა უნდა ტრაგედიაა, მაგრამ ეს არის ომი ტერორიზმთან, რომლის მონაწილე დღეს საქართველო არის. ყველას უნდა ესმოდეს, რომ ის ხალხი დღეს იქ იცავს საქართველოს და ქართულ არჩევანს,“ - ამბობს ფოფხაძე.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ბრძანებულებით 16 მაისი საქართველოში გლოვის დღედ გამოცხადდა. გლოვის დღე ავღანეთში, მიმდინარე კვირაში დაღუპული სამი ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას ეძღვნება.   

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა