|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მიწების უცხოელებზე გასხვისება შესაძლოა გარკვეული პირობებით მოხდეს

პარლამენტის აგრარულ კომიტეტზე საინიციატივო ჯგუფის მიერ  „მიწის საკუთრების შესახებ“ კანონში ცვლილებებთნ დაკავშირებით წარმოდგენილ საკანონმდებლო წინადადებაზე მსჯელობენ.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით ლორთქიფანიძის თქმით, უცხოელებზე მიწების გასხვისება მარტივი პრაქტიკით ხდებოდა.

როგორც ლორთქიფანიძე ამბობს, ის უცხოელები, რომლებიც საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწებს იძენენ, ქვეყანაში საერთოდ არ ჩამოდიან და მათ უკან ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლები დგანან.

„ეს უცხოელები სულაც არ არიან უცხოელები. ესენი არიან გადაცმული ქართველები. ვანის მუნიციპალიტეტის სოფელ დიხაშხოში ინდოელებმა 13 ჰექტარი მიწა იყიდეს. თუმცა ინდოელები საერთოდ  არ ყოფილან აქ. ამის უკან ყოფილი დეპუტატები დგანან. კანონში უნდა მოხდეს იმის ასახვა, რომ გამოცხადდეს მორატორიუმი და გადამოწმდეს რეალურად  ვინ არიან ეს მესაკუთრეები,“- ამბობს ლორთქიფანიძე.

როგორც უმრავლესობის დეპუტატი ამბობს, საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, უცოხელზე შეიძლება გახსვისდეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფონდის 5%.

საკანონმდებლო წინადადება უცხოელზე მიწის გასხვისების კრიტერიუმსაც ადგენს. კერძოდ,  მიწის უცხოელზე გახსვისება შესაძლებელია იმ შემთხვევაში  თუ უცხოელი 10 წლის განმავლობაში ცხოვრობს საქართველოში. ასევე, მიწის მაქსიმუმი რაც უცხოელზე შეიძლება გახსვისდეს, 2.5 ჰექტარია.

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა