|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

კონკურსში "კულტურული ინიციატივა" 9 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა

დღეს, 16 მაისს, კონკურსის "კულტურული ინიციატივა" გამარჯვებულები გამოვლინდნენ. აღნიშნული კონკურსი ქუთაისის მერიის კულტურის სამსახურმა გამოაცხადა.

კონკურსის ბიუჯეტი 75 ათას ლარს შეადგენდა და იგი 9 პროექტზე გადანაწილდა. დაფინანსება მიიღეს პროექტებმა:

1. ქუთაისის კულტურული ძეგლების ინტერნეტ გზამკვლევი- დავით კეთილაძე

2. ალტერნატიული ქუთაისი - მუსიკალური ჯგუფი "Crossrood"

3. "დღეები და ღამეები"- ნინო ლომაძე

4. "ქალაქი" - ნანა უგულავა

5. ქუთაისის მუზეუმის მე-17 საუკუნის ხელნაწერი წიგნის "იამბიკო - ანუ ღვთისმშობლის დაუჯდომელი" გამოსაცემად მომზადება და გამოცემა - ციცინო მუმლაძე

6. "Kutaisi Rock City Festival" - ირაკლი კაცაძე

7. კონსტანტინე ლორთქიფანიძის "ცაბუნია" - თენგიზ ჯავახაძე

8. "იცნობ შენს ქალაქს, გააცანი სხვას!" - საინიციატივო ჯგუფი "თანამოაზრეები"

9. "გახსოვდეს შენი ისტორია" - შპს "ძველი ქალაქი" ირაკლი მაჩიტიძე

კონკურსი 2012 წლის 18 მარტს გამოცხადდა. მერიის კულტურის სამსახურში სულ 77 პროექტი შევიდა. გამარჯვებულები 11 კაციანმა კომისიამ გამოავლინა.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა