|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალები": მინისტრმა ქვეყნის ეკონომიკაში არსებული პრობლემები აღიარა

პარლამენტში გასული წლის ბიუჯეტის შესრულების პარამეტრებს განიხილავენ.

საკანონმდებლო ორგანოში ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური იმყოფება, რომელიც უმრავლესობა-უმცირესობას ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიშს აცნობს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის მიშა მაჭავარიანის თქმით, მათ კითხვები არა გასული, არამედ მიმდინარე წლის ბიუჯეტთან აქვთ.

კერძოდ, კითხვები ქვეყანაშ საბიუჯეტო შემოსავლებთან დაკავშირებით არსებულ მდგომაროებასა და შემოსავლების შემცირებას ეხება.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით,  ფინანსთა მინისტრმა უმცირეობასთან ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის განხილვისას  აღიარა, რომ საქართველოს ეკონომიკას პრობლემები აქვს.

ის უბრალოდ ოპტიმისტურად არის განწყობილი და რა აძლევს ამის საფუძველს არ ვიცი. მისი თქმით, ეს პრობლემები გამოსწორებადია. რაიმე ხედვა კი თუ როგორ აპირებს ეკონომიკური სიტუაციის გამოსწორებას არ არსებობს, არის მოლოდინი რომ რაღაცები თავისით მოხდება,“ - ამბობს ჯაფარიძე.

ფინანსთა მინისტრის ნოდარ ხადურის თქმით, უმცირესობის ინტერესი 2013 წლის ბიუჯეტსა და იმ პროექტებს შეეხებოდა, რომლებიც ამჟამად ხორციელდება.

მინისტრის თქმით,  საქართვლეოს 2013 წლის ბიუჯეტში არანაირი პრობლემეი არ არის და  ბიუჯეტი აგრძელებს ინფრასტრუქტურული პროეტების დაფინანსებას.

ვფიქრობ წელი იქნება საკმაოდ წარმატებული. რაც შემიძლია გითხრათ, ქართული ეკონომიკა არის მსოფლიოში 114-ე ადგილზე და ცხადია ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რომ ეს მაჩვენებლი გავაუმჯობესოთ. ხოლო რაც შეეხება შემოსავლებს, შემოსავლების მობილიზების თვალსაზრისით არანაირი პრობლემები არ გვაქვს,“ - ამბობს მინისტრი.


                                                                                                                                                    

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა