|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ინტერვენციულში მიმდინარე რეორგანიზაციას 30 თანამშრომელი შეეწირა

ქუთაისში, დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრიდან სამედიცინო და ტექნიკუირ პერსონალი გაათვისუფლეს. სამედიცინო დაწესებულებიდან გათვისუფლებულმა დაახლოებით 30-მდე ადამიანმა დღეს აქცია გამართა და სამსახურში დაუყოვნებლივი აღდგენა ითხოვა.

გათავისუფლებული თანამშრომლების თქმით, მათ ხელშეკრულებები მიმდინარე წლის ოქტომბრამდე ჰქონდათ გაფორმებული. თუმცა როგორც მედიკოსები ამბობენ, ამის მიუხედავად რეორგანიზაციის მიზეზით სამსახური დაატოვებინეს.   

„სამედიცინო დაწესებულების დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ დღეს გამართულ თათბირზე გამოგვიცხადა, რომ სააავადმყოფოში მიმდინარე რეორგანიზაციის გამო ჩვენ პროფესიონალიზმის მიუხედავად,  სამსხურიდან გვიშვებდნენ,“ - ამბობენ გათვისუფლებულები.

ანჟელა ორჯონიკიძე აცხადებს, რომ ახალი სტანდარტების პირობებში საავამდყოფოში არსებული სამუშაოს შესრულება ნაკლები საშტატო ერთულით არის შესაძლებელი.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა