|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერის შესარჩევად შექმნილი კომისია შესაძლოა სასამართლო დავის საგანი გახდეს

ქუთაისის მერის შესარჩევად საგანგებოდ შექმნილი საკონკურსო–საატესტატო კომისიის სამართლებრივი სტატუსი, შესაძლოა, სასამართლო დავის საგანი გახდეს.

იმერეთის გუბერნატორი, ვახტანგ ბალავაძე არ გამორიცხავს, რომ კომისიას კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხები დარღვეული ჰქონდეს.

ბალავაძის ინფორმაციით, უახლოეს პერიოდში, რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია აპირებს სარჩელის შეტანას სასამართლოში, საკონკურსო–საატესტატო კომისიის სამართლებრივ სტატუსთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მერის შესარჩევად კომისიამ პირველი სხდომა დღეს გამართა. სადაც კომისიაში წარდგენილი მერობის 69 კონკურსანტის დოკუმენტაციას განიხილავდნენ.

კომისიამ პირველი სხდომა მედიისთვის დახურა.

თავად კომისიას კი „ნაციონალური მოძრაობისა“ და საზოგადოების წარმომადგენლები უნდობლობას უცხადებენ, რადგან, მათი განმარტებით, კომისიის შემადგენლობა პარტიული ნიშნით იქნა დაკომპლექტებული. საზოგადოების წარმომადგენელთა თქმით, აღნიშნულს „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერის, დავით თარხან მოურავის მეირ გაკეთებული განცხადებაც ადასტურებს. რომლის თქმით: "ქუთაისის მერის კანდიდატურის შერჩევაზე საუბარი პრემიერ–მინისტრთან მიმდინარეობს. ივანიშვილის მიერ მხადაჭრილი და მოწონებული კადრი კონკურსზე განცხადებას ხვალ შეიტანს. ივანიშვილის მიერ შერჩეული კადრს ჩვენგან მხადაჭერა ექნება. ეს ნიშნავს იმას, რომ ის ავტომატურად ქალაქის მერია“.

ავტორი: თეა ზიბზიბაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა