შრომის ახალი კოდექსი უვადოდ დასაქმებას ითვალისწინებს
საქართველოს პროფკავშირები შრომის კოდექსის ახალ ვარიანტს მეტ-ნაკლებად მისაღებად
აფასებენ.
შრომის კოდექსში ცვლილებებთან დაკავშირებით პარლამენტში საკომიტეტო მოსმენები და კონსულტაციები კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა.
პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის ირაკლი
პეტრიაშვილის თქმით, კოდექსში ცვლილებების შედეგად, რამდენიმე კვირიანი, ერთ და სამთვიანი
ხელშეკრულებები აღრ იარსებებს. ხოლო ორწელიწადნახევრის შემდეგ დასაქმებულს უვადო ხელშეკრულება ექნება. ასევე, ახალი კოდექსის დადებით მხარედ პეტრიაშვილი ზეგანაკვეთური
შრომის ანაზღაურებას ასახელებს.
რაც შეეხება იმ საკითხებს, რომლებზეც პროფკავშირები უკმაყოფილებას გამოთქვამენ, ის შრომის უსაფრთხოებას, ქალთა უფლებებსა და ღამის საათების ანაზღაურებას უკავშირდება.
კოდექსის ახალ ვარიანტში ჩადებულ
ერთ-ერთ მუხლს, რომელიც „სხვა ობიექტური გარემოებების“ საფუძველზე დასაქმებულის სამსახურიდან
გათვისუფლებას ითვალისწინებს, პეტრიაშვილი საფრთხის შემცველად არ მიიჩნევს.
„რიგ ადამიანებს, რომლებიც მიჩვეული არიან დასაქმებული
ადამიანების უფლებების ფეხქვეშ გათელვას, ახლაც
იგივეს გაკეთება უნდოდათ. იყო პოლემიკა, თუმცა
საბოლო ჯამში საღმა აზრმა გაიმარჯვა. რაც შეეხება სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ
პირობას, „სხვა ობიექტურ გარემოებებს“, მაგ კუთხით თუ დასაქმებულს პრობლემა შეექმნება,
მოაკითხოს პროფკავშირს და გარანტიას ვაძლევთ მაგ მუხლით ვერავინ ვერავის ვერ გაათავისუფლებს,“
- ამბობს პეტრიაშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე