ქუთაისის მერიიდან 300 ადამიანს ათავისუფლებენ?
ქუთაისის საკრებულო დღევანდელ სხდომაზე ქალაქის მერიის ახალ შტატებს დაამტკიცებს, რომლის შედეგადაც 300 ადამიანს სამსაუხრიდან გაუშვებენ – აღნიშნულ ინფორმაციას ქუთაისის მერობის ერთ–ერთი კანდიდატი, ბესიკ მიქელთაძე ავრცელებს.
"საკითხი, რომელიც საკრებულოს დღევანდელი სხდომის დღის წესრიგშია, ძალიან რთულია, ვინაიდან ვდგევართ ორი მწვავე უკიდურესობის წინაშე. პირველი: საკრებულოს გადაწყვეტილებით, უმუშევარი დარჩება 300-მდე ადამიანი, შესაბამისად მათი ოჯახის წევრებს - 1500-მდე ქუთაისელს მოაკლდება სარჩო- სანოვაგე, დიდი უმრავლესობა მივა შიმშილის ზღვარზე. ეს კი ქალაქის მოსახლეობის 1 პროცენტზე მეტია!
მეორე უკიდურესობა: მერიის შტატები არათუ გაბერილია, არამედ ეკონომიკური უპასუხისმგებლობის შედევრია. ქალაქის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი ( მთლიანი წლიური შემოსავლის 30 პროცენტამდე!) ხმარდება ჩინოვნიკების ხელფასებს, მათი მანქანების მომსახურებას, მივლინებებს და ა.შ.
300- მდე თანამშრომლის სახლში უაპელაციოდ გაშვება და მათი საშიმშილოდ გამეტება დანაშაულის ტოლფასია. ვთვლი, რომ აუცილებელია მოხდეს მათი რესოციალიზაცია," – აცხადებს მიქელთაძე, რომელიც საკრებულოს მიმართავს:
"მოგმართავთ, საკრებულოს წევრებს, შეიმუშავეთ სპეციალური პროგრამა, შექმენით სპეციალური ფონდი, რათა მოხდეს მერიის თანამშრომელთა პირდაპირი დაფინანსება, მათ მიერ მცირე და საშუალო ბიზნესის ტიპის საწარმოების შექმნის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, გადაეცეთ მათ სიმბოლურ ფასად სხვადასხვა ტიპის ქონებები. ამ ფონდისათვის უნდა გამოიყოს არანაკლებ 1 მილიონი ლარი.
დარწმუნებული ვარ, აღნიშნული იდეის რეალობად ქცევა შესაძლებელია ექსპერტების, საქმეში ჩახედული ადამიანების მხარდაჭერით და მათი უშუალო მონაწილეობით," – აცხადებს ბესიკ მიქელთაძე.
დარწმუნებული ვარ, აღნიშნული იდეის რეალობად ქცევა შესაძლებელია ექსპერტების, საქმეში ჩახედული ადამიანების მხარდაჭერით და მათი უშუალო მონაწილეობით," – აცხადებს ბესიკ მიქელთაძე.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის თვითმმართველობაში 600–მდე ადამიანია დასაქმებული. მიიღებს თუ არა საკრებლო 300–მდე დასაქმებულის გათავისუფლების გადაწყვეტილებას, დღეს საკრებულოს სხდომაზე გაირკვევა, რომელიც 14:00 საათზე გაიმართება.
ავტორი: ნიუპრესი
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა