|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალები": "პატრიოტები" "ოცნებას" ადგილებს უსუფთავებენ"

"ეს არის მორიგი უსინდოსობა და ყოფილი თანაგუნდელების მიმართ შურისძიება. მაგრამ ჩაწყნარდება სიტუაცია და ნახავთ, რომ თქვენ პოლიტიკური მომავალი არ გაქვთ. გპირდებით ერთ რაღაცას, რომ თქვენც ისევე მოგეცევიან, როგორადაც თავად ექცევით სხვებს", – ეს  განცხადება დღეს, ქუთაისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე, საკრებულოს "ნაციონალმა" დეპუტატმა გია უკლებამ გააკეთა.


დეპუტატებმა საკრებულოს მიერ მიღებული ის გადაწყვეტილება გააპროტესტა, რომელიც ქუთაისის მერიაში რეორგანიზაციის პროცესის დაწყებას და კადრების შესაძლო შემცირებას ეხება.

საკრებულოს თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილი ირწმუნება, რომ აღნიშნული რეორგანიზაცია შტატების შემცირებას არ ნიშნავს. მისივე თქმით, უნდა შეიქმნას სამუშაო ჯგუფი,  რომელიც  მერიაში შტატების შემცირება–გაზრდაზე იმუშავებს. 
"წინასწარ ნუ გამოვიტანთ დასკვენებს. შეიძლება კადრები შემცირდეს ან გაიზარდოს კიდევაც", – აღნიშნა თამაზ მარგველაშვილმა.
 
სხდომაზე მერიაში რეორგანიზაციის დაწყების აუცილებლობის შესახებ ახსნა–განმარტება "ნაციონალმა" დეპუტატებმა, მერის მოვალეობის შემსრულებელს ნიკო კაჭკაჭიშვილს მოსთხოვეს.

"ეს არის დავალება, რომელიც "პატრიოტებმა" ერთიპოვნულად კაჭკაჭიშვილს მისცეს. "პატრიოტები" ადგილებს უსუთავებენ "ოცნების" წარმომადგენლებს. რათა, "მეოცნებეები" დაინიშნონ", – განაცხადა უკლებამ.

კაჭკაჭიშვილმა დეპუტატებს განუმარტა, რომ რეორგანიზაციის დაწყების აუცილებლობა "ქალაქის  ეკონომიკური წინსვლით და განვითარების" მიზნით ახსნა.
"ეს არის ცოცხალი პროცესი რომელსაც გადახალისება სჭირდება. დღეს მიღებული გადაწყვეტილება არ ნიშნავს ვინმეს გათავისუფლებას ან  სამსახურის გაუქმებას", – აღნიშნა კაჭკაჭიშვილმა.

როდის შეიქმნება ან ვინ იქნება რეორგანიზაციის განმახორციელებელი სამუშაო ჯგუფის შემადგენლობაში, არ კონკრეტდება.  

შეგახსებთ,  რომ ქუთაისის  მერობის ერთ–ერთმა კანდიდატმა ბესო მიქელთაძის ინფორამციით, მერიაში 300–მდე  კადრის შემცირება იგეგმება.   

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა