იმერეთში საგაზაფხულო სამუშაოები ჩავარდა – გუბერნატორი სამინისტროს მიმართავს
იმერეთის რეგიონში მიწის ნაკვეთის მხოლოდ 56%–ია დამუშავებული.
რეგიონში მცხოვრებთა 44% ხვნა–თესვას სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ ახერხებს. ამის შესახებ განცხადება, დღეს იმერეთის გუბერნატორმა ვახტანგ ბალავაძემ გააკეთა.
გუბერნატორმა სოფლებში საგაზაფხულო სამუშაოების ხარვეზებით მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია, დღეს იმერეთის რეგიონის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან გამართულ შეხვედარაზე მიიღო.
მუნიციპალიტეტების გამგებლების განმარტებით, მოსახლეობას მიღებული არ აქვს ვაუჩერები, რომლითაც უნდა დაამუშავონ მიწის ნაკვეთი. ამის გარდა, მიწის ნაკვეთის დამუშავების პრობლემა არასაკმარისი ტრაქტორების გამოც მოხდა.
"ჯერ ერთი, ტრაქტორების სოფლებში ჩაყვანა გვიან მოხდა. ისიც არასაკმარისი რაოდენობის. ჩვენს რეგიონში მიწების მხოლოდ 46%–ია დამუშავებული. პრაქტიკულად, წელს საგაზაფხულო სამუშაოები ჩავარდა", – ამბობს სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე სოფლის მეურნეობის დარგში გოჩა ხარებავა.
ვახტანგ ბალავაძის განმარტებით, რეგიონებში არსებული პრობლემების გამოსწორების მიზნით, ის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიმართავს.
"მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დღესვე მივმართო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს, რომ მოგვარდეს პრობლემა. ჩვენ ვართ საჯარო მოხელეები, თუმცა, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ამის გამო მოსახლოება არ უნდა დაზარლდეს. ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ მათთან და აღნიშნული პრობლემა მოვაგვაროთ", – განაცხადა ვახტანგ ბალავაძემ.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა