თაქთაქიშვილი თბილისში მიმდინარე მოვლენებს ტოტალური სიბნელის გამოვლინებად აფასებს
საპარლამენტო უმცირესობის წევრი ჩიორა თაქთაქიშვილი თბილისში დღეს განვითარებულ მოვლენებს პოლიტიკოსების მიერ ძალადობის წახალისებით ხსნის.
თაქთაქიშვილი აქციაზე მიმდინარე მოვლენებს ტოტალური სიბნელის, ბოროტებისა და სისასტიკის გამოვლინებად აფასებს.
„ძალიან მძიმეა ამის ყურება, როდესაც ამ ყველაფერში მონაწილეობას იღებენ სასულიერო პირები. ყველაფერი იმ პოლიტიკის შედეგია, რასაც საქართველოში ყოველდღე ვადევნებთ თვალს. პოლიტიკის ჩვეულებრივი ნაწილი გახდა ლინჩის წესით გასამართლება, ცხვირ-პირის გართიანება, ცემა-ტყეპა, გატყავება,“ - ამბობს თაქთაქიშვილი.
უმცირესობის დეპუტატის
განცხადებით, აგერესიას სახელმწიფოს მიერ პასუხის გაცემა სჭირდება. „მაგრამ, მაშინ როდესაც დღემდე არ არიან დასჯილნი სისატიკეში ბრალდებული პირები, ხელისუფლების წარმომადგენლები და პირიქით, მათ ქება-დიდებით მოიხსენიებენ. სამწუხაროა, რომ ამას სწორედ ასეთ სავავალო და ტრაგიკულ შედეგამდე მივყავართ,“ - ამბობს თაქთაქიშვილი.
შეგახსენებთ, რომ დღეს
თბილისში, პარლამენტის ყოფილ შენობასთან ჰომოფობიის საწინააღმდეგო აქცია უნდა გამართულიყო,
თუმცა ადგილზე მყოფმა სასულიერო პირებმა და აქციის ორგანიზატორებს ამის საშულაება არ მისცეს. რის გამოც აქცია დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე