|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის "ფეროშენადნობი" ქარხნის მუშებმა საწარმო გააჩერეს

ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში დასაქმებულები საწარმოს წინ საპროტესტო აქციას მართავენ.

მუშები ქარხანაში  შესვლასა და მუშაობაზე უარს აცხადებენ, რის გამოც  წარმოების პროცესი გაჩერებულია.

აქციის მონაწილეთა განცხადებით, ისინი ხელფასების 50%–იან , ხოლო ღამის საათების ანაზღაურების 20%–იან მატებას ითხოვენ.

"ფეროში" დასაქმებულები, ასევე, სამუშაო პირობების გაუმჯობესებას მოითხოვენ. 

„1500–დან 1700 კაცამდე ვართ გაფიცულები.  სამუშაო პირობები მძიმეა, ხელფასი კი მცირე. ამოტომაც  ვითხოვთ მის კორეტქტირებას. მსოფლიო ბაზარზე ლითონის ფასი იზრდება და ჩვენს ხელფასს  არაფერი ემატება“, – ამბობს "ფეროს" მუშა გია კიკნაველიძე.

აქციის მონაწილეების განცხადებით, ისინი მანამდე არ დაიშლებიან, ვიდერე მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება.

"ფეროს" ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ ულიტიმატუმის  ენას არ ემხრობიან და მხოლოდ  დიალოგზე არიან თანახმა.

მათი თქმით, მუშებს გაცდენილი დღეების ხელფასები დაექვითებათ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა