|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

„ფეროს“ ადმინისტრაციის პროფკავშირი გაფიცულ მუშებს: "ვერაფერს მიაღწევთ"

ზეტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის გაფიცული მუშები საწარმოს ადმინისტრაციის მიერ შექმნილ პროფკავშირს დაუპირსპირდნენ.

დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, როდესაც აქციის მონაწილეებთან ე.წ „ყვითელი პროფკავშირის“ იურისტი მევლუდ ბიბილეიშვილი გამოვიდა, რომელმაც მუშებს დაშლისაკენ მოუწოდა.

ბიბილეიშვილის თქმით, მოთხოვნებზე, რომლებსაც გაფიცული მუშები აყენებენ, მათ უკვე მიღეს თანხმობა „ფეროს“ ადმინისტრაციისაგან.

მევლუდ ბიბილეიშვილმა გაფიცულებს უთხრა, რომ ისინი აქციაზე ტყუილად იდგნენ და ვერაფერს მიაღწევდნენ.

საწარმოს ადმინისტრაციის პროფკავშირის იურისტის განცხადებამ, გაფიცული მუშების გაღიაზიანება გამოიწვია.

მუშების თქმით, ბიბილეიშვილმა აღნიშნულ განცხადება იმიტომ გააკეთა, რომ ადამინისტრაცია მას ამაში ფულს უხდის.

„საქართველოს პროფკავირების“  წამომადგენელი იმერეთში, ირაკლი იობიძე აცხადებს, რომ „ფეროს“ ადმინისტრაციის პროფკავშირს არანაირი მოთხოვნები არ გააჩნია. როგორც იობიძე განმარტავს, ადმინისტრაციის მიერ პოფკავშირის ჩამოყალიბება სისხლის სამართლის დანაშაულია.

„ადმინისტრაცია თავის პროფკავშირთან დებს ერთადერთ შეთანხმებას: უხდის მათ ხელფასს იმისათვის, რომ პირობები და მოთხოვნები არ წამოაყენონ. აქ აქციაზე „ყვითელი პროფკავშირის“ წევრებიც დგანან. თუ შეთანხმება მიღეწელია, ამ ადამიანს აქცია რა უნდათ?,“ – აცხადებს ირაკლი იობიძე.

შეგახსნებთ, რომ ფეროშანდნობი ქარხნის წინ მუშების აქცია, რომელიც დღეს დილი 8 საათიდან დაიწყო, ამ წუთებშიც გრძელბა. ხოლო ქარხანაში წარმოების პროცესი გაჩერებულია.

შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის“ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის გაფიციული მუშები ხელფასის 50%–იან გაზრდასა და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა