|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ძალოვანი სტრუქტურებიდან გათავისუფლებულთა რაოდენობამ იმატა"

საქართველოში ძალოვანი უწყების წარმომადგენლების უფლებების დაცვა იგეგმება.

პოლიციელთა უფლებების დაცვას არასამთავრობო ორგანიზაცია  "სამართალდამცავთა დაცვის ლიგა"  აპირებს.

"ჩვენ გვინდა სტაბილურობა  და წესრიგი დამყარდეს. პოლიტიკურ პარტიებს არ უნდა გადაყვეს წესრიგი და პროფესიონალი პოლიციელი", – განაცხადა დღეს ქუთაისში გამართულ შეხვედრაზე "სამართალდამცავთა დაცვის ლიგის" დამფუძვნებელმა, ლევან გვაზავამ.

ორგანიზაციის იურიდიული დახმარების ცენტრის ხელმძღვანელის, გრიგოლ კვინიკაძის თქმით, საქართველოში ძალოვანი სტრუქტურიდან გათავისუფლებულთა რაოდენობამ იმატა.

"2010 წელს გამათავისუფლეს. არ ვიცი რა იყო ამის მიზეზი. ჩეთან ერთად  კიდევ ოთხი ადამიანი იქნა გათავისუფლებული", – განმარტა გეგუთის კრიმინალური პოლიციის ყოფილმა თანამშრომელმა ირაკლი დათიაშვილმა დღევანდელ შეხვედრაზე. 

"ჩვენ ასეთ ადამიანებს უფასო იურიდიულ დახმარებას გავუწევთ და მათ უფლებებს დავიცავთ", – აღნიშნა გრიგოლ კვინიკაძემ.

არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართალდამცველთა დაცვის ლიგა" საქართველოში მიმდინარე წლის თებერვალში დაფუძნდა. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა