|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

მერაბიშვილი: „სიმბოლურია, რომ მე დღეს ვიკითხები"

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში ამ წუთებში,  „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი დაკითხვაზე მივიდა.

ვანო მერაბიშვილს პროკურატურა დასაქმების პროგრამასთან დაკაშვირებით დაკითხავს. 

მერაბიშვილის განცხადებით, მისი დღეს დაკითხვა სიმბოლურია.

ვანო მერაბიშვილის თქმით, ახალი ხელისუფლება არ ზრუნავს სამუშაო ადგილების შექმნაზე და ბოლო პერიოდში 82 000 სამუშო ადგილი დაიკარგა ქვეყანაში.

გარდა ამისა, როგორც მერაბიშვილმა აღნიშნა, „ნაციონალურ მოძრაობას“ არ დასცალდა დასაქმების პროგრამის ბოლომდე მიყვანა, ხოლო მათ მიერ  შემუშავებულ სიებში ხელისუფლების არცერთ ჩინოვნიკს არ ჩაუხედავს და არ გამოუყენებია.

მერაბიშვილის გარდა,  პროკურატურაში დღეს, 14:00 საათზე ზურაბ ჭიაბერაშვილსაც დაკითხავენ.

დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურასთან მათ მხარდასაჭერად საპარლამენტო უმცირესობის წევრები იმყოფებიან.




 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა