გოკა გაბაშვილი: "პრემიერ–მინისტრს ოპოზიციასთან გასწორება უნდა"
დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში დაკითხვაზე
მყოფ ვანო მერაბიშვილს მხარდაჭერას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები უცხადებენ.
საპარლამენტო უმცირესობის წევრის, სერგო რატიანის თქმით,
ხელისუფლებას პროლემები დაუგროვდა. რის გადაფარვასაც ოპოზიციის წარმომადგენლების დაკითხვაზე
დაბარებით ცდილობენ.
„როგორც ჩანს, დაჭერების და პოლიტიკური დევნის მეორე
ტალღა იწყება. ხელისუფლებამ პროკურატურა თავის პოლიტიკურ იარაღად გადააქცია. დღევანდელი
ხელისუფლება სრულიად არაპროგნოზირებადია,“ – ამბობს საპარლამენტო უმცირესობის წევრი
სერგო რატიანი.
უმცირესობის კიდევ ერთი წევრის, გოკა გავაშვილის თქმით,
პრემიერ–მინისტრს ოპოზიციასთან გასწორება უნდა. როგორც გაბაშვილი ამბობს, ამის სურვილი
პრემიერმა მაშინ გამოთქვა, როდესაც დააანონსა, რომ თუ ოპოზცია რიტორიკას არ შეცვის
და ზედემტად იაქტიურებენ, მათ გაუსწორდებიან.
იმერეთის გუბერნატორი, ვახტანგ ბალავაძე მიიჩნევს, რომ
პროკურატურა ახალი ხელისუფლების ხელში შოუდ
გადაიქცა.
მისი თქმით, გარუკვეველია, ადამიანი საქმეს აკეთბდეს
და მას ამისთვის დაკითხვაზე იბარებდნენ.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურაში „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი, ვანო მერაბიშვილი დაკითხვაზე 12 საათზე მივიდა. ვანო მერაბიშვილს პროკურატურა დასაქმების პროგრამასთან დაკაშვირებით კითხავს. მერაბიშვილის გარდა, პროკურატურაში დღეს, 14:00 საათზე ზურაბ ჭიაბერაშვილსაც დაკითხავენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე