სახალხო მოძრაობა „ნაციონალების“ გასამართლებას ითხოვს
„ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის გასამართლების მოთხოვნით უფლებადამცველმა ნანა კაკაბაძემ პარლამენტს რეზოლუციითა და საბრალდებო დასკვნით მიმართა. კაკაბაძის თქმით, 19 მაისს თბილისში, სპორტის სასახლეში გამართულ ყრილობაზე სახალხო მოძრაობა „სამართლიანობა უნდა აღდგეს“ ჩამოყალიბდა. კაკაბაძის აცხადებს, რომ პარლამენტმა აღნიშნულ რეზოლუციაზე რეაგირება უნდა მოახდინოს და შეიქმნას საპარლამენტო კომისია, რომელიც 9 წლის განმავლობაში „ნაციონალების“ მიერ ჩადენილ დანაშაულებებს შეისწავლის. როგორც კაკაბაძემ აღნიშნა, წინა ხელისუფლების დანაშაულებების შესახებ მონაცემები ამ ხელისუფლებასაც აქვს, თუმცა მათ მიერ შემუშავებული საბრალდებო დასკვნა რეჟიმის გასამართლებაში დაეხმარებათ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე