|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზურაბ ჭიაბერაშვილი: "გამორიცხული არ არის ბრალს წამიყენებენ და დამაკავებენ"

კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი  დასავლეთ საქართველოს საოქლო პროკურატურაში რამდენიმე წუთის წინ შევიდა. დაკითხვაზე შესვლის წინ ჭიაბერაშვილმა განაცახადა, რომ  ის არ გამორიცხავს სამართალდამცავებმა ბრალი წაუყენონ და დააპატიმრონ. 

ჭიაბერაშვილის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მან და ვანო მერაბიშვილმა მიმდინარე წლის თებერვალში დაკითხვის დროს გამოძიების შეკითხვებს  სრულყოფილად უპასუხეს, ისინი საგამოძიებო ორგანოში მაინც დაიბარეს.

კახეთის გუბერნატორის თქმით ხელისუფლება ამ ფორმით არსებული პრობლემების გადაფარვასა და საზოგადოებისათვის სანახაობის  შეთავაზებას ცდილობს.

"რომლის მონაწილეც მე და ვანო გავხდით. სანახაობაში ვგულისხმობ იმას, რომ "ასავალ–დასავალის" იდეოლოგიის მესვეურებს, ჭირდება ინფორმაციის  გამართლება. ამისთვის შერჩეულია გარკვეული სამიზნეები და ბუნებრივია, რომ ამ იდეოლოგიის დასაკმაყოფილებლად ხელისუფლებამ გადაწყვიტა დავებრუნებინეთ დაკითხვაზე. ბოლო დროს ისეთ აბსურდულ ნაბიჯებს დგამს ხელისუფლება, რომ  გამორიცხული არ არის თუ ბრალს წამიყენებენ და დამაკავებენ," –  ამბობს ზურაბ ჭიაბერაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობაში დაკითხვაზე იმყოფებიან.

გამოძიება სამუშაოს მაძიბელთა აღრიცხვის პროგრამას იკვლევს. მათი ინფორმაციით, პოროგრამის ფარგლებში დასაქმებული ადამიანები "ნაციონალებმა" საკუთარი პარტიული მიზნებისთვის  გამოიყენეს და თანხა, ხელფასის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაურიცხეს. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა