|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

გოკა გაბაშვილი: "მერაბიშვილის დაკავებით ივანიშვილმა ოპონენტი მოიშორა"

"ნაციონალების" გენერალიური მდივნის, ვანო მერაბიშვილის დაკავებას საპარლამენტო უმცირესობაში ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებად აფასებენ. უმცირესობის წევრის, გოკა გაბაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მერაბიშვილის დაკავებით თავისი უშუალო პილიტიკური ოპონენტი მოიშორა. როგორც გაბაშვილი ამბობს, მერაბშვილის დაკავება მთლიანად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და მას სამართალთან საერთო არაფერი აქვს. "ყველა ის ადამიანი, ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო ძალიან ცუდად დაასრულებს. ეს არის ტრაგიკული შეცდომა, რომელიც ამ  ხელისუფლებამ დაუშვა,"ნაციონალური" მოძრაობა გააგრძელებს ბრძოლას ყველა მშვიდობიანი მეთოდით. ჩვენ ქართულ და საერთოშორისო მეგობრობას გავაგებინებთ რა რეჟიმთან გვაქვს საქმე. რეჟიმთან რომელიც პოკიტიკურ ოპონენტებს პროკურატურით უსწორდება,"– ამბობს გაბაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამ წუთებში პროკურატურასთან სამართალდამცავები მობილიზებული არიან. ისინი მერაბიშვილისა და ჭიაბერიაშვილის გამოყვანას ელოდებიან.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა