|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ივანიშვილი სააკაშვილის დაკითხვას არ გამორიცხავს

პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ სააკაშვილის დაკითხვას არ გამორიცხავს. ამის შესახებ ინფორმაციას FrontNews.ge აქვეყნებს.

"ამის შესახებ მან დღეს ექსპერტებთან მორიგი შეხვერის დასრულების შემდეგ შს ექს–მინისტრისა და ექს–პრემიერის, ამჟამად „ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავების ფაქტის კომენატირებისას განაცხადა," – წერს სააგენტო: „მერაბიშვილის და ზოგადად, ყოფილი ხელისუფლების მიმართ უამრავი კითხვა არსებობდა. ჯერ კიდევ გირგვლიანის საქმესთან დაკავშირებით სტრასბურგის სასამართლოს ჩანაწერში იყვნენ მოხსენიებული ვანო მერაბიშვილი და პრეზიდენტი სააკაშვილი. ისინი ხელს აფარებდნენ დამნაშავეებს გამოძიების პროცესში. თუ იქნა საჭიროება, არ გამოვრიცხავ, რომ მიხეილ სააკაშვილიც დაიკითხოს, რადგან არც პრეზიდენტობა, არც პრემიერობა და არც სასულიერო პირობა ნიშნავს იმას, რომ ეს ადამიანს პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს,"- განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

სააგენტოს ცნობით, პრემიერმა გამორიცხა, რომ ევროპისა და ამერიკის მხრიდან აღნიშნული ფაქტი პოლიტიკურ დევნად შეფასდეს. 

„ჩვენ დიდი ხანია, დავანახეთ ევროპასაც და ამერიკასაც, რომ საქართველოში არანაირი პოლიტიკური დევნა არ ხორციელდება და არც განხორციელდება",- დასძინა მან.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა