"ვანო მერაბიშვილს წაყენებული ბარლდებები სასაცილოდ არ ყოფნის"
ვანო მერაბიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი თავს არცერთ მუხლში დამნაშავედ არ ცნობს.
"ჩემი დაცვის ქვეშ მყოფს ბრალი სამი მუხლით წაუყენეს. თუმცა მას ბრალდებები სასაცილოდ არ ყოფნის. დაკითხვის დროს საუბარი იყო იმაზე, თუ რატომ მოხვდნენ 70 წლის პირები დასაქმებულთა სიაში," – ამბობს მერაბიშვილის ადვოკატი გიორგი ჩივიაშვილი.
პორკურატურაში დაკითხვის შემდეგ დაკავებული ვანო მერაბიშვილი და ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი იმერეთის სამხარეო სამმართველოში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს.
ამ დროისთვის უცნობია, მოხდება თუ არა დაკავებულთა გადაყვანა თბილისში.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა