მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისში გაიმართება
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილისთვის, ადვოკატის განცხადებით, ბრალი ოფოციალურად ამ დრომდე არ წაუყენებიათ.
ჭიაბერაშვილი და მერაბიშვილი იმერეთის სამხარეო სამმართველოს შენობაში მდებარე დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფებიან.
სამხარეო სამმართველოსთან, რამდენიმე წუთის წინ მათი ადვოკატი გიორგი გელხაური მივიდა. ადვოკატის თქმით, ისინი ბრალის წაყენებას ელოდებიან.
რაც შეეხება აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების საკითხს, გელხაურის განმარტებით, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისში გაიმართება. თუმცა თარიღი ჯერჯერობით უცნობია.
სამმართველოსთან შეკრებილი "ნაციონალების" მხარდამჭერები ამ დროისათვის დაიშალენ. მათი განცხადებით, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მხარდასაჭერად აქციას სასამართლო პროცესის დროს გამართავენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა