ფეროს მუშებმა შიმშილობა შეწყვიტეს
ზესტაფონის ფეროშენადნობი ქარხნის მუშები მესამე დღეა
საპროტესტო აქციებს აგრძელებენ.
გაფიცული მუშებიდან მოშიმშილე სამმა პირმა შიმშილობა
პროფკავშირების გაერთიანების ხელმძღვანელის ირაკლი პეტრიაშვილის მოთხოვნით შეწყვიტა.
პროფკავშირების გაერთიანების იმერეთის წარმომადგენლობაში
აცხადებენ, რომ აქციების
შეწყვეტას არ აპირებენ.
მუშების მოთხოვნებთან დაკავშირებით ფეროს ადმინისტრაცია კონტაქტზე ამ დროისათვის არ გამოსულა, თუმცა ცნობილია, რომ აქციების გამო ზესტაფონში ჩავიდა საწარმოს მფლობელი
კომპანიის მმართველი ვლადიმერ ლოზინსკი.
შეგახსენებთ, რომ ფეროშენადნობი ქარხნის მუშების პროტესტის
გამო საწარმოს მუშაობა შეჩერებულია. საწარმოში დასაქმებულები ხელფასების 50%-იან, ღამის
საათბის 20%-იან ზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე