მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩებიან
ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილისათვის აღმკვეთი ღონისძიების
შეფარდების თარიღი ამ დროისათვის უცნობია.
დაკავებულების ადვოკატების განცხადებით, პროკურატურას
დაკავებულებისათვის აღმკეთის შეფარდების შესახებ ქუთაისის საქალაქო სასამართლოსაათვის არ მიუმართავს. ბრალდების მხარეს ამისათვის 48 საათი აქვს. ამიტომ, სასამართლო პროცესი დღეს ან ხვალ უნდა გაიმართოს.
მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი ამ დროისათვის იმერეთის სამხარეო სამმართველოს დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩებიან.
ადვოკატების განცხადებით, არც ერთი მათგანი წაყენებულ ბრალს არ
აღიარებს.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა