ქუთაისში „ნაციონალებისა“ და ოცნების“ მხარდამჭერები აქციას ერთობლივად მართავენ
დღეს, ქუთაისში „ნაციონალებისა“ და „ქართლი ოცნების“ წარმომადგენლები
13 საათზე ირკიბებიან.
„ნაციონალების“
მხარდამჭერები ქუთაისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე, სამხარეო მთავარ სამმართველოსთან მერაბიშვილისა
და ჭიაბერაშვილის დაკავებას გააპროტესტებენ. ხოლო „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან იკრიბებიან, სადაც
აქციას გამართავენ. თუმცა ამ დროისთვის არ კონკრეტდება, რას აპროტესტებენ „ოცნების“
წარმომადგენლები.
„ნაციონალების“
მხარდამჭერები კი აცხადებენ, რომ დღეიდან ისინი მთელი ქვეყნის მასშტაბით აქციებს იწყებენ.
„მე დღეს მივდივარ ჩემი პირადი
მეგობრების, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის, უკანონო დაკავების გასაპროტესტებლად,“
– განაცხადა ქუთაისის ვიცე–მერმა ამირან ძოწენიძემ.
„ეს იქნება ჩვენი
ლიდერის მხარდასაჭერი აქცია, რომლიც დღეიდან იწყება მთელი ქვეყნის მასშტაბით. თუ რა ფორმით ჩატარდება აქციები, ამაზე თათბირი
გვექნება. მერაბიშვილს და ჭიაბერაშვილს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს,“ – აცხადებს იმერეთის
გუბერნატორი ვახტანგ ბალავაძე.
ავტორი: თეკლა მორგოშია