ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან აქცია ცოცხებით მიმდინარეობს
ამ წუთებში, ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესს ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან აქციის ფონზე ელოდებიან.
„სამართლიანობა უნდა აღსდგეს“, „რეჟიმი უნდა გასამართლდეს“ – ამ ლოზუნგებით სახალხო მოძრაობის „სამართლიანობა უნდა აღსდგეს“ წარმომადგენლები დღეს მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
newpress.ge-ს კორესპონდენტის ცნობით, ამ წუთებში აქციას "ოცნების" აქტივისტები ცოცხებით ხელში შეურთდნენ.
„ჩვენ ველოდებით
სასამართლოს სამართლიან გადაწყვეტილებას და ეს იქნება მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის
დაკავების გადაწყვეტილება. აქ არიან შეკრებილი სააკაშვილის რეჟიმის მიერ განადგურებული, დამარცხებული ადამიანები. ჩვენ
ყველა ერთად დღეს დაველოდებით სამართლიანობის ზეიმს. იმედია, ეს ასეც მოხდება,“ აცხადებს „სამართლიანობა უნდა აღსდგეს“ ხელმძღვანელი ნანა კაკაბაძე.
შეგახსენებთ, რომ
პარალულურად აქცია მიმდინარეობს სამხარეო მთავარ სამმართველოსთან. სადაც „ნაციონალების“ მხარდამჭერები მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის
დაკავებას აპროტესტებენ.
ავტორი: თეკლა მორგოშია