|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალები" სამოქმედო სტრატეგიას სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გააჟღერებენ

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა დღეს, პარტიის ქუთაისის ოფისში გაკეთებლი განცხადებებით,  ვანო მერაბიშვილის და  ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავება პოლიტიკურ გადაწყვეტილებად და „ნაციონალების“  განადგურების მცდელობად შეაფასეს.

საპარლამენტო უმცირეობის წევრის, გიგი წერეთლის თქმით, გამოძიებას მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავების არანაირი საფუძველი არ ჰქონდა, რადგან ისინი საგამოძიებო ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობდნენ.

მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, აბსურდია, როდესაც ყოფილ პრემიერ მინისტრსა და ყოფილ ჯანდაცვის მინისტრს ადამიანების დასაქმების თაობაზე აკავებენ.

როგორც მაჭავარიანი ამბობს, მათი დაკავება პოლიტიკური გადაწყვეტილებაა. მისი თქმით, ხელისუფლებას ეგონა, რომ „ნაციონალური მოძრაობა ამ დრომდე ვერ მოაღწევდა და დაიშლებოდა, თუმცა ასე არ მხოდა.

როგორც მაჭავარიანი ამბობს, ისინი თავიანთ მეგობრებს გასაჭირში არ მიატოვებენ და გვერდით დაუდგებიან.

„ნაციონალების“ წევრები აცხადებენ, რომ სამოქმედო სტრატეგიას მას შემდეგ  გააჟღერებენ, როდესაც მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მიმართ სასამართლო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებს.

საპარლამენტო უმცირესობის ზოგიერთი წარმომადგენელი ქუთაისშ, სამხარეო მთავარ სამმართველოსთან მიმდინარე აქციას შეურთდება. სადაც სადაც  „ნაციონალების“ მხარდამჭერები მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავებას აპროტესტებენ.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა