აქცია ცოცხებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან [Photo]
ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის დაწყებას აქციის მონაწილეები ამ დრომდე ელოდებიან.
აქციას, რომელსაც მოძრაობა "სამართლიანობა უნდა აღსდგეს" მართავს, პატიმართა ოჯახის წევრები, "ოცნებისა" და "პატრიოტთა ალიანსის" აქტივისტები შეურთდნენ. ისინი აქციაზე ცოცხებით მივიდნენ.
"სამართლიანობის აღსადგენად მოვედი აქ დღეს. რეჟიმი უნდა გასამართლდეს და "ნაციონალური მოძრაობა" უნდა გაქრეს. მათ შეიწირეს ჩემი დისშვილი. რომელმაც მიმდინარე წლის პირველ მაისს, გეგუთის ციხეში, თავი ჩამოიხრჩო," – ამბობს გარდაცვლილი პატიმრის, კობა აფხაიძის დეიდა, ლამარა მამიკაშვილი.
აქციის მონაწილეები ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან დღეს, 13 საათიდან შეიკრიბნენ. ისინი მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დაკავებულთათვის აღმკევთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე სასამართლოს ცოტა ხნის წინ მიმართა. თუმცა მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესის გამართვის დრო ჯერჯერობით უცნობია. ის შესაძლოა დღეს გაიმართოს.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა