სასამართლოსთან პროვოკაციას ელოდებიან
newpress.ge-ს კორესპონდენტის ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულ სამართალდამცავებს აქციის მონაწილეები "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციის თაობაზე აფრთხილებენ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს ელოდებიან.
სასამართლო პროცესი 17 საათზეა ჩანიშნული.
სასამართლოსთან გაკეთებულია ცოცხალი ჯაჭვი და მობილიზებულია სამართალდაცავები. ხოლო სასამართლოსთან მიმდინარე აქციის მონაწილები მერაბიშვილსა და ჭიაბერაშვილს ცოცხებითა და შეძახილებით ელოდებიან.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა