დავით ბაქრაძე "ნაციონალებს" წესრიგის დაცვისაკენ მოუწოდებს
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერი, დავით ბაქრაძე სამხარეო სამმართველოსთან შეკრიბილ "ნაციონალების" მხარდამჭერებს სიწყნარისა და წესრიგის დაცვისაკენ მოუწოდებს.
ბაქრაძის თქმით, ისინი მშვიდად უნდა შეხვდნენ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის იზოლატორიდან გამოყვანას.
"პოლიციასთნ შეთანხმება მიღწეულია. თუკი ისინი უზრუნველყოფენ წესრიგის დაცვას, ჩვენგან არავიათარი დაპირისპირება არ იქნება," – აცხადებს დავით ბაქრაძე.
newpress.ge-ს კორესპონდენტის ცნობით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოსთან მობილიზებულ სამართალდამცავებს აქციის მონაწილეები "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან მოსალოდნელი პროვოკაციის თაობაზე აფრთხილებენ.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოში ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს ელოდებიან.
სასამართლო პროცესი 17 საათზეა ჩანიშნული.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა