|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერობის კანდიდატებს 10 ბალიანი სისტემით შეაფასებენ

ქუთაისის მერის შესარეჩევი კონკურსის მეორე ეტაპი, კანდიდატებთან გასაუბრება, 27 მაისს დილის 11 საათიდან დაიწყება. ამის შესახებ დღეს მერის შესარჩევი საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარემ, თამაზ მარგველაშვილმა დღეს განაცხადა.

კომისიის წევრებმა ქუთაისში მოქმედ არასამთავრობო სექტორისა და მედიის  წარმომადგენლებთან შეხვედრა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართეს.

როგორც კომისიის თავმჯდომარე აცხადებს, მერობის მსურველ კანდიდატებთან გასაუბრება კომისიის გადაწყვეტილებით საჯარო იმ შემთხვევაში იქნება, თუ ამის სურვილს თავად კანდიდატები გამოთქვამენ.

კანდიდატებთან შეთანხმება მოხდება იმასთან დაკავშირებითაც, დაესწროს თუ არა გასაუბრების პროცესს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები.

თითოეულ კანდიდატთან გასაუბრება ერთ საათს გასტანს.

კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, კანდიდატი ვალდებულია კომისიას წარუდგონოს მინიმუმ 1200 სიტყვიანი სამოქმედო გეგმა. მათი შეფასება 10 ბალიანი სისტემის მიხედვით მოხდება. შეჯამებული ქულების რაოდენობით კი მაღალი ქულების მქონე პირი საკრებულოს წინაშე წარსდგება.

"თანაბარი ქულების გადროვების  შემთხვევაში, საკონკურსო-საატესტაციო კომიის წევრებს შორის ერთი კანდიდატის გამოსავლენად კენჭისყრა გაიმართება. თუკი გასაუბრების ტურში გამარჯვებულ კანდიდატს საკრებულო არ დაამტკიცებს, მერის შესარჩევი კონკურსი თავიდან გამოცხადდება," – ამბობს თამაზ მარგველაშვილი.

შეხვედრაზე, ქუთაისში მოქმედმა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა,  კომისიის მიმართ, კრიტიკული შენიშვნები გამოთქვეს.

"კომისია, რომლიც დისკუსიის დროს აყალიბებს კრიტერიუმებს, ეს მათ არაპროფესიონალიზმზე მიუთითებს. ეს შეხვედრები  კომისიის შექმნამდე  უნდა მომხდარიყო და არა ახლა," - აცხადებს არასამთავრობო ორგანიზაცია "ქართულ-ევროპული ურთიერთობათა ცენტრის" ხელმძღვანელი მერი კახიანი.

მერის შესარჩევი კონკურსის მეორე ეტპზე 12 კანდიდატი მონაწილეობს. აღსანიშნავია, რომ 57 კანდიდატიდან, რომლებიც მეორე ეტაპზე ვერ გადავიდნენ, კომიისიის მიმართ  პროტესტი არც ერთს არ გამოუთქვამს.

 

ავტორი: დეა მანაგაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა