"ქუთაისის მერიაში ქალაქის გამოხრას ცდილობენ"
„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზააცია ქუთაისის
მერიაში 26 მაისს პრემიების შესაძლო გაცემას აპროტესტებს.
ორგანიზაციის ხელმძღვანელმა გოგი წულაიამ დღეს გამართულ
ბრიფინგზე განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობაში პრემიების დარიგებას გეგმავენ.
„მოსწრებაზე არიან. უნდათ რაც შეიძლება მალე გამოხრან
ეს ქალაქი და თვითონ აშენდნენ. მე მოვუწოდებ საკრებულოს ფრაქცია „პატრიოტებს“ გამოიჩინონ
პატრიოტული გრძნობა ამ ქალაქის მიმართ და პატრიოტულად მოეკიდონ ქალაქს,“ - ამბობს წულაია.
გოგი წულაიას განცხადებით, მერიის თანამშრომლები პრემიებს
აქციაზე სიარულში იღებენ, რადგან როგორც წულაია ამბობს, ადგილობრივ თვითმმართველობაში
დასაქმებულები სხვას არაფერს აკეთებენ.
„აქციებზე მე რომ ვარ ნამყოფი, მაგათ არც დაესიზმრებათ.
მასე ყოველ აქციაზე წასვლისათვის ჩემთვის პრემია რომ გამოეწერათ, ახლა მილიონერი უნდა
ვიყო,“ - ამბობს წულაია.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე