|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პარლამენტს საერო და სასულიერო პირების დასჯის მოთხოვნით მიმართავენ

მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფი 17 მაისის მოვლენებში მონაწილე საერო და სასულიერო პირების დასჯას ითხოვს.

17 მაისის მოვლენების  ადექვატური შეფასება და ძალადობის წამქეზებელი პირების დასჯა, - ასეთია ის მოთხოვნები, რომელსაც ონლაინ პეტიციაზე ხელმომწერი პირები უჭერენ მხარს.

მოქალაქეთა საინიციტივო ჯგუფმა პარლამენტს დღეს პეტიციით მიმართა, სადაც აღნიშნული მოთხოვნებია გაჟღერებული. ჯგუფის ერთ-ერთი წევრის, თათა ცოფურაშვილის თქმით, პეტიციას ამ დროისათვის 12 000-ზე მეტი ადამიანი უჭერს მხარს.

„ძალადობის მომხრე ყველა პირი, საერო თუ სასულიერო უნდა დაისაჯოს. არავინ არ უნდა დადგეს ადამიანის უფლებებზე, კონსტიტუციასა და კანონზე მაღლა,“ - ამბობენ საინიციატივო ჯგუფის წევრები.

თათა ცოფურაშვილის თქმით, პეტიციაზე ხელმოწერები გრძელდება. ხოლო პარლამენტის გარდა, პეტიცია რეაგირებისათვის ქვეყნის პრემეირსა და პრეზიდენტსაც გაეგზავნება.  

 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა