|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ზესტაფონის ბაზარი ანტისანიტარიის გამო დახურეს

სურსათის ეროვნული სააგენტოს მონიტორინგის შედეგად, ზესტაფონის აგრარულ ბაზარში აწარმოო პროცესი შეჩერდა.

გეგმური ინსპექტირების შედეგად, აგრარულ ბაზარში  - შპს ,,ეკომეტალში“ 15-მდე კრიტიკული შეუსაბამობა გამოვლინდა, რის გამოც, საწარმო 1000 ლარით დაჯარიმდა.

ინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ შპს ”ეკომეტალის”  გარე ტერიტორია გადაქცეულია ნაგავსაყრელად; შენობა არ არის დაცული  დამაბინძურებლების - მაწანწალა ცხოველების, ჩიტების, მწერებისა და მღრღნელების შეღწევისგან; არ ტარდება სადერატიზაციო და  სადენზიფექციო  სამუშაოები; სურსათი არ არის დაცული მიკროორგანიზმების ზრდა-განვითარებისაგან, პარაზიტების გამრავლებისა და ტოქსინების წარმოქმნისაგან; დასალაგებელი ინვენტარი, სარეცხი და სადეზინფექციო საშუალებები საწარმოო ტერიტორიაზე საერთოდ არ არსებობს. (იხილეთ  ფოტო)

"საქართველოს კანონმდებლობით, კრიტიკულია შეუსაბამობა, როდესაც არსებობს რეალური რისკი, რომ სურსათი მავნებელი იყოს ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ამიტომ სააგენტოს გადაწყვეტილებით, ბიზნესოპერატორს  უჩერდება საწარმოო პროცესი, ხოლო მათი გამოსწორების შემდეგ ხელახალი ინსპექტირების შემდეგ, შესაძლებელია ისევ მიეცეს მუშაობის უფლება," - აცხადებენ სურსათის ეროვნულ სააგენტოში.

ავტორი: ნიუპრესი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა