|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ჭიაბერაშვილმა და მერაბიშვილმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრეს

ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი განჩინება გაასაჩივრა. 

როგორც ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანის შემდეგ ადვოკატმა გელხაურმა განაცხადა, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მიმართ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი იყო. 
ადვოკატის მტკიცებით, შეუძლებელია ივარაუდო, რომ ადამიანი რომელიც გამოძიებასთან თანამშრომლობს სადმე მიიმალება. გელხაურის განმარტებითვე, ქუთაისის საქალაქო სასამართლოდან სარჩელი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაეგზავნება. რომელიც 72 საათის განმავლობაში უნდა განიხილონ. 
ირკვევა, რომ, თუ სააპელაციო სასამართლო სარჩელის განხილვაზე უარს იტყვის, ასეთ შემთხვევაში ძალაში ისევ ძველი გადაწყვეტილება დარჩება. რომლის მიხედვითაც, მერაბიშვილს 2 თვიანი წინასწარი პარტიმრობა, ხოლო ჭიაბერაშვლის 20 000 ლარიანი გირაო შეეფარდა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა