|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

უსუფაშვილი "ნაციონალებს" მერაბიშვილის ნახვის უფლებას არ აძლევს

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა საპარლამენტო უმცირესობის წევრებს ვანო მერაბიშვილის ციხეში სანახავად ნებართვის გაცემაზე უარი უთხრა.

უსუფაშვილს  აღნიშნული თხოვნით ირმა ნადირაშვილმა და სერგო რატიანმა მიმართეს. ლევან ბეჟაშვილმა  კი კოლეგების მიმართვასთან დაკავშირებით პოზიციის დაფიქსირება საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელს ბიუროს სხდომაზევე სთხოვა.

ბეჟაშვილის თქმით,  ის პროცესი, რომელიც მერაბიშვილის დაკავებით დაიწყო, ქვეყანაში ჯანსაღი პროცესების წარმართვას ხელს არ შეუწყობს. როგორც ბეჟაშილი ამბობს, ის ესწრებოდა მერაბიშვილის პროცესს, სადაც მისი თქმით,  ბრალდებებისა და პროკურატურის მტკიცებულებების სისუსტე კრიტიკას ვერ უძლებდა.

„უფრო  მეტი მტკიცებულებები და არგუმენტებია საჭირო, რომ ამ პროცესმა პოლიტიკური დევნის სახე არ მიიღოს. მერაბიშვილი პრეზიდენტობის კანდიდატად იყო გაცხადებული პარტიის მხრიდან. რაც კდიევ უფრო ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს,“ - ამბობს ბეჟაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ის თავს იკავებს აღნიშნულ მომართვაზე, მაგრამ უმცირესობის მხრიდან  კიდევ ერთხელ  თხოვნის შემთხვევაში, პასუხს საჯაროდ გასცემს.  

„მე ვაცხადებ მორატორიუმს ამ უფლების დელეგირებაზე. ამასთანავე,  მზად ვარ მოვისმინო დეპუტატების აზრი რამდენად საჭიროა დეპუტატების მხრიდან იმ დაკავებული პირის მონახულება. გავიაზროთ ცოტა რაზე ვსაუბრობთ. პარლამენტის წევრის მიერ საპატიმრო ადგილებში მყოფი პირის მონახულება რა ინსტიტუტია და რას ემსახურება. იქნება ვანო მერაბიშვილი პრეზიდენტად დაასახელოთ და იქიდან მართოს ქვეყანა,“ - ამბობს უსუფაშვილი.


ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა