რუსთაველმა ქუთაისის მერობა აღარ ისურვა
ქუთაისის მერობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, რუსთაველმა ალექსანდრე ჯიქიამ კანდიდატურა მოხსნა. ამის შესახებ დღეს, მერის შეასარჩევო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, მამუკა მღვდელაძემ განაცხადა.
მღვდელაძის თქმით, კომისიაში ვერ აკონკრეტებენ, თუ რა მიზეზით მოხსნა ჯიქიამ თავისი კანდიდატურა.
ამ დროისთვის, კომისიის წევრებთან გასაუბრებაზე მორიგი კანდიდატი დიმიტრი კოპალიანი იმყოფება.
შეგახსნებთ, რომ მერის შესარჩევმა კომისიამ მერობის კანდიდატებთან გასაუბრება გუშინ დაიწყო.
შეგახსნებთ, რომ მერის შესარჩევმა კომისიამ მერობის კანდიდატებთან გასაუბრება გუშინ დაიწყო.
კომისია უკვე გაესაუბრა 6 კონკურსანტს. დანარჩენ 5 კონკურსანტთან გასაუბრება დღეს მოხდება.
კომისია მის მიერ შერჩეულ მერობის კანდიდატს 29 მაისს, საკრებულოს სხდომაზე
წარადგენს.
ავტორი: თეკლა მორგოშია
ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?
გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა