|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

პროკურატურისგან "ნაციონალების" კოორდინატორების დასაქმების პროგრამის გამოძიებას ითხოვენ

„თავისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიზაცია  პროკურატურისგან ქუთაისის მერიის პროგრამა „კორპუსის“ გამოძიებას ითხოვს.  აღნიშნულის შესახებ წულაიამ დღეს, პროკურატურასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

წულაიას თქმით, თუ ვანო მერაბიშვილი დასაქმების პროგრამის შექმნისა და „ნაციონალების“ საარჩევნო კამპანიისათვის  ფულის ხარჯვის გამო დააკავეს,  პროგრამა „კორპუსიც“ ანალოგიური მიზნით შეიქმნა.

„2007 წლის  შემდეგ იგივე აზრით იყო შექმნილი ეს პროგრამა და მასში დასაქმებული იყვნენ „ნაციონალების“ კოორდინატორები და ზონდერები. მათი ხელფასის  სახით  ამ წლებში შვიდი მილიონია დახარჯული. ვფიქრობ, უნდა დაიწყოს გამოძიება იმაზე, ვის ტვინში მომწიფდა ამ სამსახურის შექმნა,  რატომ აკეთებდნენ  ამას და საბოლოოდ დაიდოს  სამართლებრივი დოკუმეტი როგორ აყალბებდნენ „ნაციონალები“ არჩევნებს,“ - ამბობს წულაია.

გოგი წულაიას განცხადებით, ის კონკრეტულად მერიის რომელიმე ჩინოვნიკის დაჭერას არ ითხოვს, თუმცა პროგრამის შესახებ სამართლებრივი დასკვნის მომზადებას საჭიროდ თვლის.

პროგრამა „კორპუსი“ ქუთაისის მერიის ერთ-ერთ პროგრამას წარმოადგენს, რომლის ფარგლებში ქალაქში არსებული მაღლივი საცხოვრებელი კორპუსების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება ხდება. აღნიშნული პროგრამის შესწავლის თხოვნით „თავისუფალმა საქართველომ“ პროკურატურას ერთხელ უკვე მიმართა, თუმცა როგორც  პარტიის იმერეთის წარმომადგენლობაში ამბობენ, პროკურატურამ მათი წერილი რეაგირების გარეშე დატოვა. 

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა