|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

საპარლამენტო უმცირესობას მერაბიშვილთან კონსულტაციების გამართვა სურს

საპარლამენტო უმცირესობა პარლამენტის თავმჯდომარეს მათი პარტიის გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის საპყრობილეში მონახულების თხოვნით  კიდევ ერთხელ მიმართავს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის სერგო რატიანის თქმით, მათ ვანო მერაბიშვილთან  კონსულტაციების გამართვა სურთ, რადგან არსებულ პოლიტიკურ პროცესებთნ დაკავშირებით მერაბიშვილის მოსაზრება აინტერესებთ.

აქ იმაზე კი არ არის აუბარი, რომ ვიღცა ავად არს ან მისი მდგომარეობა არის ცუდად. აქ ქმე იმაშია, რომ ჩვენ გვინდა მასთან შეხვედრა გარკვეული მიზეზების გამო.  მერაბიშვილის ნახვით ჩვენ ვართ დაინტერესებული და არა დავით უსუფაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ მე შევალ და არა ისო.  ეს არის სწორედ შეზღუდვა. ვინც დაინტერესებული პირია, ის უნდა შევიდეს,“ - ამბობს რატიანი.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალებმა“ მერაბიშვილის საპყრობილეში მონახულების თხოვნით პარლამენტის თავმჯდომარეს გუშინ მიმართეს, თუმცა უსუფაშვილისგან უარი მიიღეს.


ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა