ყოფილმა ძალოვნებმა ქუთაისში მერაბიშვილის დაკავება გააპროტესტეს
არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართალდამცავთა დაცვის ლიგამ“ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსთან აქცია გამართა.
აქციაზე ყოფილმა პოლიციელებმა და პროკურორებმა "ნაციონალების" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის
დაკავება გააპროტესტეს.
აქციის ორგანიზატორის, „სამართალდამცავთა ლიგის“ სამცხე-ჯავახეთის ოფისის უფროსის, ირაკლი ბარძიმაძის თქმით, მათი მოთხოვნაა სასამართლომ კანონშესაბამისი გადაწყვეტილება გამოიტანოს.
ბარძიმაძე თვლის,
რომ სასამართლომ მერაბიშვილის შემთხვევაში შერჩევითი სამართლით იმოქმედა და გადაწყვეტილება
კანონის გვერდის ავლით მიიღო.
„შერჩევითი სამართალი არ უნდა იყოს. კანონი გვერდზე არ უნდა გადადონ და გადაწყვეტილება ისე არ უნდა მიიღონ. ვაპროტესტებთ,
რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ ყველა კანონის დარღვევით და უგულებელყოფით იქნა მიღებული გადაწყვეტილება. სასამართლომ უკანონო გადაწყვეტილება გამოიტანა. სააპელაციო სასამართლომ კი საზოგადოების მაღალი
ინტერესის მიუხედავად, საქმე ზეპირი მოსმენის
გარეშე განიხილა,“ - ამბობს ირაკლი ბარძიმაძე.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე