გია თევდორაძე: "ქვეყანაში პოლიტიკური დიქტატის სუნი მცემს"
„შორს ხელები
ვანოსგან“ , - ამ სლოგანით ქუთაისში, დასავლეთ
საქართველოს საოლქო პროკურატურასთან „ნაციონალების" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის
მხარდამჭერი აქცია გაიმართა.
აქციაზე, რომელშიც საპარლამენტო უმცირესობის წევრები და მათი მხარდამჭერები
მონაწილეობდნენ, ვანო მერაბიშვილის პატიმრობა გააპროტესტეს.
უმცირესობის წევრის გია თევდორაძის თქმით, ვანო მერაბიშვილი უკანონო პატიმარია, ხოლო ქვეყანაში პოლიტიკური დიქტატურის სუნი იგრძნობა.
"საფუძველს მოკლებული ბრალდებებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული სასამართლოს მიერ, პოლიტიკური დევნის საფუძველზე მოხდა ვანო მერაბიშვილის დააპტიმრება. საქართველო არ არის რუსეთი, უკრაინა ან ჩრდილოეთ კორეა, სადაც მსგავსი რამ ყოველდღიურად ხდება. ჩვენ ძალიან ნათელ კონტურებს ვუყურებთ, რომ საქართველო პოლიტიკური დიქტატის ქვეშ ვითარდება," - ამბობს თვდორაძე.
შეგახსენებთ, რომ მერაბიშვილის მხარდამჭერი აქცია „ნაციონალების“
ორგანიზებით საქართველოს 10 ქალაქში გაიმართა.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე