|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

დეპუტატები სპეციალური რეისით იფრენენ

ავია კომპანია „ჯორჯიან ეარ ლაინი“ დეპუტატებს  თბილისიდან ქუთაისის მიმართულებით შეღავათიან ფრენებს სთავაზობს.

როგორც ბიუროს დღევანდელ სხდომაზე უმრავლესობის ლიდერმა დავით საგანელიძემ განაცხადა,  ავიაკომპანია დეპუტატებისთვის სპეციალურ რესიების შესრულებას 3 ივლისიდან იწყებს.

რეისები  კვირაში ოთხჯერ  შესრულდება, ხოლო ბილეთის ღირებულება 89 ლარი იქნება.

ჩვენ თუ გავაკეთებთ ერთიან კონტრაქტს, მაშინ  ჩვენთვის ფრენა  ნახევარ ფასად,  44.5 ლარი იქნება. უფრო  იაფი დაგვიჯდება გადადგილება. თვითმფრინავი დილით ადრე ა, 20 წუთში აქ იქნება, საღამოს 9-ის ნახევარზე გაფრინდება და ასევე 20 წუთში იქნება თბილისში. დღეს მივიღეთ ოფიციალური წერილი შემოავაზებასთნ დაკავშირებით“, - ამბობს საგანელიძე.

საგანელიძემ აქვე ისიც აღნიშნა, რომ კანონმდებლები თბილისიდან ქუთაისამდე არსებული მანძილის დაფარვას მოკლე დროში შეეცდებიან და ამით დაგვიანების მიზეზებიც აღარ ექნებათ.  

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა