|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ახალი მერის ვინაობა ხვალ გახდება ცნობილი

ქუთაისის მერის შესარჩევი კომისიის მეორე ეტაპი, რომელიც კონკურსანტებთან გასაუბრებას ითვალისწინებდა, დასრულებულია.

კონკურსის ბოლო მონაწილე სოსო ხახალეიშვილი  გახლდათ. მისი თქმით, გასაუბრებით და კომისიის წევრებით კმაყოფილია. 

"ძალიან კმაყოფილი ვარ. არ ველოდი ასეთ თანამშრომლობას კომისიის წევრებისგან. საშუალება მქონდა ჩემეული ხედვა ქალაქის განვითარების სრულად წარმომედგინა", – აღნიშნა გასაუბრების შემდეგ მერობის კანდიდატმა. ხახალეიშვილის განმარტებით, მისი პრიორიტეტია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოსახლეობის ჩართულობა და მათზე ორიენტირებულობაა.

საკონკურსო–საატესტაციო კომისიის თავმჯდომარის თამაზ მარგველაშვილის განმარტებით, მერობის კანდიდატებს ქალაქის განვითარების კარგი ხედვა ჰქონდათ წარმოდგენილი.

"საკმაოდ კარგი, სრულყოფილი  ხედევები, პრობლემებზე ორიენტირებული  პროგრამები წარმოგვიდგინეს კონკურსანტებმა. რაც შეეხება გასაუბრების პროცესს, მშვიდ გარემოში მიმდინარეობდა," – აღნიშნა თამაზ მარგველაშვილმა.
მერობის კანდიდატებთან გასაუბრების პროცესს შესარჩევი კომისიის 7 წევრიანი შემადგენლობის გარდა,  სამი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მათი თქმით, კონკურსანტებთან გასაუბრების პროცესმა კარგად ჩაიარა. 
"კონკურსანტებმა მშვიდად გარემოში წარმოადგინეს თავიანთი პროგარამები. არც ერთ მათგანს კომისიის წევრების მიმართ შენიშვნა არ ჰქონია", –  აღნიშნა გასაუბრების დამთავრების შემდეგ "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ქუთაისის ფილიალის დირექტორმა თამარ ფაჩულიამ.

საკრებულოს მუმდივმოქმედ საკონკურსო–საატესტაციო კომისიაში აცხადებენ, რომ დღეს 20:00 საათზე კიდევ ერთხელ შეისწავლიან კონკურსანტების მიერ წარდგენილ პროგარმებს. "რის შემდეგაც, იმედია კომისია მიიღებს გადაწყევილებას მერის კანდიდატურის შერჩევის შესახებ", – აღნიშნა მარგველაშვილმა.
   
კომისია შერჩეულ კანდიდატს ხვალ საკრებულოს სხდომაზე წარადგენს. 
მერის შესარჩევი საკონკურსო–საატესტაციო კომისიის მეორე ეტაპი გუშინ დაიწყო.

კომისიის პირველ ეტაპი, სადაც მერობის მსურველი 69 კანდიდატის დოკუმენტები  განიხილეს გასულ კვირას დამთავრდა. მათგან კომისიამ 12 კანდიდატი შეარჩია.

ქუთაისის მერობაზე კონკურსი მიმდინარე წლის 2 მაისს გამოცხადდა და ის, 15 მაისის დასრულდა. 

შეგახსნებთ, რომ ქუთაისი მერის პოსტი მას შემდეგ გახდა ვაკანტური, რაც უკვე ყოფილ მერს ბესო ბრეგაზემ საკრებულომ უნდობლობა გამოუცხადა. 

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა