|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ხვალ პარლამენტთან საპროტესტო აქცია იგეგმება

პრობლემური იპოთეკური სესხების  საინიციატივო ჯგუფი ხვალ, 29 მაისს პარლამენტის წინ საპროტესტო აქციის მოწყობას გეგმავს. ისინი პარლამენტს, იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს და საფინანსო საბიუჯეტო განყოფილების უფროსს, დავით ონოფრიშვილს განცხადებით მიმართავენ.

მათი მოთხოვნები სამ პუნქტს მოიცავს:

1. სასწრაფოდ შეჩერდეს გამოსახლებები, აღსრულება და გამოცხადდეს მორატორიუმი.

2. სასწარფოდ გამოიყოს დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხები პრობელმური სესხების გადასაფარად და მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებისთვის. შავი სიებიდან გამოთავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ და წარმოადგენდნენ საზოგადოების აქტიურ წევრებს.

3. მოხდეს ყველა კერძო იპოთეკარის (ანუ მევახშის) საქმიანობის შესწავლა და გამოძიება, დაზარალებული მსესხებლის უდიდესი ნაწილი მათზე მოდის.

"შემოგვიერთდით! გვერდით დავუდგეთ ერთმანეთს, რათა დავიცვათ ჩვენი უფლებები!" – აცხადებენ საინიციატივო ჯგუფში. 

აქცია ხვალ 9:30 საათზე დაიწყება.

ავტორი: ეკა კუხალაშვილი

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა