|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის ახალ მერად კომისიამ დიმიტრი კოპალიანი შეარჩია

ქუთაისის მერის შესარჩევმა კომისიამ ქალაქის მერის ვაკანტურ თანამდებობაზე  დიმიტრი კოპალიანის კანდიდატურა აირჩია.

კოპალიანს მხარი კომისიის ხუთმა წევრმა დაუჭირა. ხოლო კომისიის ორმა წევრმა  – მამუკა მღვდელაძემ და ზურაბ ხურციძემ მერობის ერთ-ერთ კანდიდატი ბაკურ ბალანჩივაძე მოიწონეს.
 
როგორც ზურაბ ხურციძე ამბობს, ის და მამუკა მღვდელაძე უმცირესობაში აღმოჩნდნენ, ამიტომ,  მისი თქმით, პროტესტს აზრი არ ჰქონდა.

კოპალიანის კანდიდატურას საკრებულოს სხდომაზე დეპუტატები ხვალ უყრიან კენჭს.

შეგახსენებთ, რომ დიმიტრი კოპალიანი მერობის კანდიდატებებს შორის ყველაზე რეალურ კადრად ითვლება. მისი მერად დანიშვნის შესახებ ინფორმაცია ჯერ კიდევ, მერობის შესარჩევი კონკურსის გამოცხადებამდე გავრცელდა.

დიმიტრი კოპალიანი ქუთაისელია. თუმცა,  იგი წლების განმავლობაში უცხოეთში ცხოვრობს, ჰყავს უცხოელი მეუღლე. საქართველოში მერის კონკურსის გამო ჩამოვიდა.

ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა