|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

ქუთაისის მერობის დაწუნებული კანდიდატები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ

დღეს, ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე, მერის შესარჩევი კომისიის მეორე ეტაპზე დაწუნებული მერობის კანდიდატები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ. Newpress.ge-ის ინფორმაციით, ერთ-ერთი მათგანი ქალაქის ყოფილი მერი, ბაკურ ბალანჩივაძეა.
მეორე ეტაპზე დაწუნებული მერობის კანდიდატების პრეტენზიებს საკრებულოს მუმდივმოქმედი საპრეტენზიო კომისია განიხილავს. აღნიშნული კომისიის თავმჯდომარის (რომელიც ამავე დროს საკრებულოს ეკონომიკური საკითხების კომისიის ხელმძღვანელიცაა) რაულ ქორჩილავას განცხადებით, ამდროისთვის არცერთი საპრეტენზიო წერილი არ არის შესული კომისიაში.
მერობის 10-ვე კანდიდატს კომისიის მიერ მათთვის უარის თქმის შესახებ ინფორმაცია დღეს გაეგზავნათ. ამ ცნობის მიღებიდან ორ დღის ვადაში შეეძლებათ პრეტენზიების წარდგენა ჩვენს კომისიაში“, - ამბობს რაულ ქორჩილავა.

საპრეტენზიო კომისიამ მათი საჩივრები სამი დღის ვადაში უნდა განიხილოს.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნილი პროცედურების გამო, მერის შესარჩევი კომიიის მიერ არჩეულ კანდიდატს დიმიტრი კოპალიანს ქუთაისის საკრებულო მერის პოსტზე დღეს ვერ დაამტკიცებს.

ქუთაისის საკრებულოს სხდომა ამ წუთებში მიმდინარეობს.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა