|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას" – აქცია პარლამენტთან

"სასწრაფოდ შეჩერდეს გამოსახლება," "ვითხოვთ დაბალ პროცენტიან სესხებს," "ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას," –  ეს ის გზავნილებია, რომელიც დღეს პრობლემური იპოთეკური სესხების საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გააჟღერეს. აღნიშნული მოთხოვნებით, მათ პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია გამართეს.

"გაგვიხანგრძლივონ სესხის გასტუმრების ვადები. ამ მოთხოვნით უკვე არა ერთხელ მივმართეთ იუსტიციის მინისტრს, თეა წულუკიანს, თუმცა მან ჩვენი პრობლემის მოსაგვარებლად არაფერი გააკეთა. ასე, თუ გაგრძელდა, ალბათ ბიძინა ივანიშვილთან მოვითხოვთ შეხვედრას," – ამბობს აქციის მონაწილე ციცო ბალავაძე.

იხილეთ ფოტოგალერეა

პრობლემური იპოთეკური სესხების, საინიციატივო ჯგუფის წევრების მოთხოვნები, აქციის შემდეგ, პარლამენტის საქმის წარმოების აპარატის უფროსმა ხათუნა უზნაძემ მოისმინა. 

უზნაძის რჩევით, საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ახალი განცხადება დაწერეს. განცხადების მიხედვით, საინიციატივო ჯგუფის წევრები, ხელისუფლების წრმომადგენლებს, სესხის დაფარვის ვადების გახანგრძლივებას კიდევ ერთხელ თხოვენ.

ხათუნა უზნაძის განმარტებით, საინიციატივო ჯგუფის წევრების განცხადება, პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს ხვალ წარედგინება.

შეგახსენებთ, რომ საინიციატივო ჯგუფის წევრების მოთხოვნები, სესხის ვადების დაფარვის გახანგრძლივების გარდა, სამ პუნქტს მოიცავს: სასწრაფოდ შეჩერდეს გამოსახლებები, აღსრულება და გამოცხადდეს მორატორიუმი. გამოიყოს დაბალპროცენტიანი გრძელვადიანი სესხები პრობელმური სესხების გადასაფარად.  შავი სიებიდან გამოთავისუფლდნენ ის ადამიანები, რომლებიც მუშაობდნენ და წარმოადგენდნენ საზოგადოების აქტიურ წევრებს. და ასევე, მოხდეს ყველა კერძო იპოთეკარის (მევახშის) საქმიანობის შესწავლა და გამოძიება.

იხილეთ ვიდეო

ავტორი: ანა ჯანაშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა