გია ცაგარეიშვილი: "ნაციონალებს" გონება გადაუხურდათ"
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ცაგარეიშვილი ოპონენტ კოლეგებს იმ გადაწყვეტილებას უწუნებს, რომლის მიხედვით, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საპარლამენტო ტრიბუნაზე უარი თქვეს და მიმდინარე მოვლენების მიზეზით საპარლამენტო ცხოვრებას დროებით, ბოიკოტი გამოუცხადეს.
უმცირესობის წევრებმა განაცხადეს,
რომ მათ პარტიაში არსებულ პრობლემებსა და პრეზიდენტობის კანდიდატზე უნდა იმსჯელონ,
რადგან მათი თქმით, პრეზიდენტობის კანდიდატად გამოკვეთილი გენერალური მდივანი ციხეში
იმყოფება.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გია
ცაგარეიშვილის თქმით, პარლამენტის შენობაში
ძალიან ცხელა და „ნაციონალებსაც“ გონება გადაუხურდათ.
ცაგარეიშვილის თქმით, უმცირესობის
მიერ პარლამეტის სესიის დატოვება საცირკო წარმოდგენაა. მისი თქმით, „ნაციონალები“ ჯერ
შენობაში სხედან, შემდეგ იბუტებიან, შენობიდან
მიდიან და კაცმა არ იცის სად.
„სადაც ახლა ჩვენ ვდგავართ, საკმაოდ ცხელა. ამიტომ ეტყობა ადამიანებს გონება გადაუხურდათ. ეს ის შენობაა, რომელიც მათმა ბელადმა ააშენა. ჯერ მოიმიზეზეს ბაჩო ახალაიას დაკავება, ახლა მერაბიშილის. ეს მათი ნებაა. როცა შენ არ გყავს სიტყვის გამცემი დარბაზში, როცა რეალური ოპოზიცია არ არის, ეს ძალიან ცუდია ხელისუფლებისთვის,“ - ამბობს ცაგარეიშვილი.
ავტორი: ქრისტინა ქარჩხაძე