|
  • EUR 1 = GEL 3.649
  • USD 1 = GEL 3.1637
|

"ნაციონალები" პრეზიდენტთან შეხვედრის შემდეგ: "მერაბიშვილი რჩება პარტიის გენერალურ მდივნად"

საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო უმცირესობასთან "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისში შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაასრულა.


უმცირესობის წარმომადგენლების განმარტებით, შეხვედრა ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებას უკავშირდებოდა.

"არცერთ ქვეყანაში არ ხდება და არ იჭერენ პარტიის გენერალურ მდივანს. მინდა გითხრათ, რომ ვანო მერაბიშვილი რჩება პარტიის გენერალურ მდივნად", – განაცხადეს საპარლამენტო უმცირესობის დეპუტატებმა პრეზიდენტთან გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ.

უმცირესობის წევრების თქმით, სააკაშვილთან გამართულ შეხვედრაზე ქვეყანაში არსებულ საგანგებო მდგომარეობაზეც ისაუბრეს.

საპარლამენტო უმცირესობის წევრის, გიორგი ღვინიაშვილის განმარტებით, ქვეყანში საგანგებო მდგომარეობაა, იმის გათვალისწინებით, რომ "რუსეთი თანდათან საზღვრებს აქეთ იწევს. თუ რატომ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას პრემიერ მინისტრი ემალება," – აცხადებს ღვინიაშვილი.

უმცირესობის წევრების განმარტებით, თუკი ქვეყანაში თუ ასეთი ვითარება გაგრძელდება, პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისია მოსალოდნელი.

საპარლამენტო უმცირესობის წევრების განმარტებით, "ნაციონალური მოძრაობა" საგანგებო რეჟიმში აქტიურ მუშაობს უკვე შეუდგა.

შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი "ნაციონალური მოძრაობის" ქუთაისის ოფისში დღეს, დაახლებით 21 საათზე მივიდა. 

სააკაშვილმა საპარლამენტო უმცირესობასთან დახურული შეხვედრა გამართა.

თავად პრეზიდენტმა ქუთაისი კომენტარის გარეშე დატოვა.

ავტორი: თეკლა მორგოშია

ქვეყანაში რა მიმართულებით შეიცვალა დემოკრატიის დონე?

გაუმჯობესდა - 36.07%
გაუარესდა - 51.64%
არ შეცვლილა - 12.3%
სულ - 122 ხმა